ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მონაწილეობითი ბიუჯეტის კენჭისყრა 2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის „მონაწილეობითი ბიუჯეტი 2026“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს, წარადგინოს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და მონაწილეობა მიიღოს მათ შერჩევაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის დაფინანსება 300 000 ლარით განისაზღვრა.
ამჟამად მიმდინარეობს პროექტების კენჭისყრის ეტაპი, რომელზეც 15 პროექტი გადავიდა.
მოცემულ პლატფორმაზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ხმა მისცეს არაუმეტეს 3 სასურველ პროექტს. კენჭისყრის დასასრულს გამოვლინდება პროექტი, რომელიც მოქალაქეთა ხმების უმრავლესობას მიიღებს და გაიმარჯვებს.
კენჭისყრა მიმდინარეობს 7 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით.
კენჭისყრაში მონაწილეობისთვის
შეავსე მოქალაქის მცირე სარეგისტრაციო ფორმა
გაიარე რეგისტრაციის დამადასტურებელი სწრაფი აუთენთიფიკაცია
მიეცი ხმა რჩეულ 3 პროექტს
გაითვალისწინე, კენჭისყრაში მონაწილეობა თითოეულ მოქალაქეს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
კენჭისყრის დასრულებამდე დარჩენილია: